შთამომავლები


აქ იქნება ინფორმაცია ძმების შთამომავლების შესახებ, რომლებიც არც ისე ბედრი დარჩა, მართალია ძმები ოთხნი იყვნენ, მაგრამ მათ შთამომავლებს, განსაკუთრებით ბიჭებს ხვრიტავდნენ ან ასახლებდნენ, მათი გვარის გამგრძელებლები ძირითადად ქალები არიან და გვარიდან ცოტა თუ შემორჩა მამაკაცი.


გრიგოლ კარბელაშვილის სახლი სოფ. ქვემოჭალაში XIX ს -ის 80 იანი წლები

კარბელაშვილების საგვარეულო სახლი ახლა ეკუთვნის გიორგი კარბელაშვილს, რომელმაც კარგად შეაკეთა, აღადგინა და უვლის პაპისეულ სახლს სოფელ ქვემოჭალაში და ყოველ 6 სექტემბერს, როცა ძმები კარბელაშვილების ხსენების დღეა, ის გულითადი სტუმართმოყვარეობით იღებს მომლოცველებს და გულუხვად უმასპინძლდება სტურებს. გაისმის ხალხური სიმღერისა და გალობის ხმები, თბილი მოკითხვა და მომავალი გეგმების შესახებ მსჯელობა.