საიტის შესახებ

წინაპართა ღვაწლს დაფასება უნდა…

და…

ყველაფერი დიდი ხნის წინ დაიწყო , მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა ერთმა მშვენიერმა დღემ, როცა 2023 წლის 6 სექტემბერს, სასწაულებრივად მოვხვდი, ჩემი სახელოვანი წინაპრების მამულში და მათი საფლავებიც მოვინახულე, ვესტუმრე სოფელ წვემოჭალას, მოვინახულე ამილახვრების სასახლე (გაპარტახებული, მაგრამ მაინც..) და კარის ეკლესიას. სწორედ ამ დღიდან გამიჩნდა სურვილი შემექმნა ძმები კარგბელაშვილების ვებ- გვერდი, რათა თავი მომეყარა ინფორმაციისთვის რაც გაბნეულია ინტერნეტ სივრცეში და ერთ ადგილას შემეკრიბა. ეს გვერდი ჯერ სამუშაო რეჟიმშია, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ეგრეც იქნება, დაიხვეწება და ისეთ სახეს მიიღებს, როგორიც უნდა ჰქონდეს გამართულ ვებ-გვერდს. აქ თავმოყრილი იქნება

  • ინფორმაცია ძმების მოღვაწეობის შესახე
  • ნოტები
  • საგალობლები
  • საშუალება გექნებათ მოისმინოთ და შეისწავლოთ ქართლ-კახური საგალობლები